საქართველოს                   საპატრიარქო
ქუთაის-გაენათის ეპარქია

წმ.მამათა გამონათქვამები


თუ გინდა ერთგული იყო, მართლმადიდებელი ეკლესიის მოშურნე შვილი, მაშინ მიაღწიე ამას მოყვასის მიმართ სახარების მცნებების აღსრულებით.
მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

სიყვარული ყველა სათნოებათა სვეტია, მასში არ არის სიკვდილის დარდი; იგი ასწავლის სამართლიანობასა და ახოვნებას, მოთმინებასა და მშვიდობას, იგი – ღვთის სახლია.
ღირსი ეფრემ ასური

სიმდაბლე თავისი სიმაღლით ეშმაკის ყველა ბადეს აღემატება; მდაბალი ადამიანი მტრისათვის მიუღწეველია.
ბასილი დიდი

შეუძლებელია იცხოვრო აქ ჭეშმარიტი და ღირსეული ცხოვრებით, თუკი სიკვდილისათვის არ ემზადები, ანუ მუდმივად არ ფიქრობ სიკვდილზე, მარადიულ ცხოვრებაზე.
სქემმონოზონი საბა


წმ.წერილი


საღვთისმსახურო წიგნები


წმ.მამათა სწავლანი

ქართველნო ერთად ღვთისაკენ!

copyright@Ortox.2022